Accessibility links

რობერტს სტურუა არ აპირებს ტაგანკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას


რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, არ გახდება მოსკოვის ტაგანკის თეატრის ხელმძღვანელი. როგორც სტურუამ განაცხადა, მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იური ლიუბიმოვთან. სტურუას თქმით, მან მოსკოვის რამდენიმე თეატრისგან მიიღო წინადადება, მაგრამ მას დრო ესაჭიროება გადაწყვეტილების მისაღებად. რობერტს სტურუას მიაჩნია, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის კრიტიკისთვის. ხელისუფლება აცხადებს, რომ მან რეაგირება მოახდინა რეჟისორის ქსენოფობურ გამონათქვამებზე.
XS
SM
MD
LG