Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა


ისრაელის სამხედრო უწყებები ადასტურებენ ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშების მიტანას, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ისრაელში სამოქალაქო ავტობუსებზე თავდასხმებს დღეს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ღაზის სექტორში მოქმედი შეიარაღებული პირები დაადანაშაულა. ისრაელის განცხადებით, ისინი ადგილზე ღაზიდან, მეზობელი ეგვიპტის გავლით ჩავიდნენ - ჰამასი ამ ბრალდებას უარყოფს. როგორც იუწყებიან, ისრაელის მიერ მიტანილი საჰაერო იერიშისას დაიღუპა პალესტინელების ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი და დაჯგუფების კიდევ სამი წევრი. სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტებმა - ფრაქციამ, რომელიც ხშირად ღაზის ისლამისტი მმართველი ძალის, ჰამასისგან დამოუკიდებლად მოქმედებს - განაცხადა, რომ საჰაერო შეტევას მისი ლიდერი და ერთი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG