Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში დღეს მიწისძვრა მოხდა


იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დღეს მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამის გაფრთხილება მოჰყვა. იაპონიის მეტეოროლოგიის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,8 ბალი შეადგინა. ეპიცენტრი ნაპირიდან 20 კილომეტრის დაშორებით იყო. აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი შესაძლოა, ნახევარმეტრიანი ტალღების დარტმის ქვეშ აღმოჩნდეს, მათ შორის ის ტერიტორიაც, სადაც ფუკუსიმის ბირთვული ელექტროსადგური მდებარეობს.
XS
SM
MD
LG