Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბადრი ბიწაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა


“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მისი მეუღლის ბადრი ბიწაძის საქმე, 26 მაისის საპროტესტო აქციების გამო დაკავებული სხვა პირების საქმეების მსგავსად, სტრასბურგის სასამართლომდე მივა და სრული გამარჯვებით დასრულდება. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო და სამართალი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG