Accessibility links

ბადრი ბიწაძეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად მიუსჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბიწაძე, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმების ორგანიზებაში პროკურატურამ ბრალდებულად 30 მაისს ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება ბიწაძის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG