Accessibility links

logo-print

დღეს 20 წელი შესრულდა მოსკოვის1991 წლის აგვისტოს პუტჩის დაწყებიდან


დღეს 20 წელი შესრულდა სახელმწიფო გადატრიალების დაწყებიდან, რომელმაც ბიძგი მისცა საბჭოთა კავშირის დაშლას. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მკაცრი კურსის მომხრეებმა 1991 წლის 19 აგვისტოს სცადეს ხელისუფლება ჩამოერთმიათ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვისთვის, რომელით საბჭოთა კავშირის რეფორმირებას ცდილობდა. რამდენიმე დღის შემდეგ, 21 აგვისტოს, პუტჩმა მარცხი განიცადა მას მერე, რაც მოხერხდა სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. წინააღმდეგობის ორგანიზატორთა შორის იყო ბორის ელცინიც, რომელიც მოგვიანებით პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა. პუტჩის მარცხის შემდეგ დასუსტებული გორბაჩოვი ხელისუფლებას დაუბრუნდა. მაგრამ მიიჩნევა, რომ 1991 წლის აგვისტოს მოვლენები მთავარი მადესტაბილიზებელი მოვლენა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლა გამოიწვია 1991 წლის დეკემბერში.
XS
SM
MD
LG