Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბადრი ბიწაძეს დაუსწრებლად მიუსჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბიწაძე, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმების ორგანიზებაში პროკურატურამ ბრალდებულად 30 მაისს ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება ბიწაძის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მისი მეუღლის ბადრი ბიწაძის საქმე, 26 მაისის საპროტესტო აქციების გამო დაკავებული სხვა პირების საქმეების მსგავსად, სტრასბურგის სასამართლომდე მივა და სრული გამარჯვებით დასრულდება. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო და სამართალი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG