Accessibility links

logo-print

სირიაში დღეს 19 ადამიანი იქნა მოკლული, რუსეთი წინააღმდეგია ასადის გადადგომის მოთხოვნისა


სირიიდან აქტივისტები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ მთაdრობის ჯარმა ცეცხლი გახსნა ამ ქვეყნის არაეთრ ქალაქში და სულ მცირე 19 ადამიანი დახოცა. ძალადობა მოჰყვა ათასობით ადამიანის ქუჩაში გასვლას პარასკევის ლოცვის შემდეგ. ისინი პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაგომას მოითხოვდნენ. გაეროს თანახმად, სირიის ჯარმა მარტის შემდეგ დემონსტრაციების ჩახშობისას ორი ათასი ადამიანი დახოცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი წინააღმდეგია აშშ-ის და ევროკავშირის მოწოდებისა, რომ ასადი უნდა გადადგეს. კრემლი თვლის, რომ ასადს დრო სჭირდება დაპირებული რეფორმების გასატარებლად. ბრიუსელიდან გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირის სირიის მიმართ სანქციებს ამზადებს.
XS
SM
MD
LG