Accessibility links

logo-print

დელიში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ანა ჰაზარეს მხარდასაჭერად


დღეს დელიში ათიათასამდე ადამიანი შეიკრიბა სამოქალაქო აქტივისტის, ანა ჰაზარეს მხარდასაჭერად, რომელიც შიმშილობის აქციას ატარებს ანტიკორუფციული კანონის გამკაცრების მოთხოვნით. ჰაზარემ 15-დღიანი შიმშილობა სამშაბათს დაიწყო, რის გამოც ის იმავე დღეს მოათავსეს ციხეში. ჰაზარეს დაპატიმრებამ მთელ ინდოეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. გუშინ ჰაზარე ციხიდან გამოუშვეს მას მერე, რაც ხელისუფლებისგან შიმშილობის აქციის უფლება მოიპოვა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ინდოეთში, პრემიერ-მინისტრსა და უზენაეს მოსამართლეებს კორუფციული საქმეების განხილვისას იმუნიტეტს ანიჭებს.
XS
SM
MD
LG