Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შამბას ავტომანქანა ავარიაში მოხვდა


დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, სერგეი შამბას ავტომანქანა ავარიაში მოხვდა. ამის შესახებ ჩვენს კორესპონდენტს შეატყობინა შამბას ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ბესლან ბუტბამ. მისი თქმით, ის ავარიის მოწმე გახდა. ავარია მოხდა სოხუმი-ბიჭვინთის გზაზე. შამბა ბიჭვინთაში მიემგზავრებოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად. ბუტბას ცნობით, შამბას ავტომობილი შეეჯახა შამბას მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი წევრის მანქანას. ავარიის შედეგად შამბამ თავის მსუბუქი ტრავმა მიიღო. კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან იტყობინებიან აგრეთვე, რომ შამბას თითი აქვს მოტეხილი. როგორც იტყობინებიან, შამბა თავს ნორმალურად გრძნობს და დანარჩენ კანდიდატებთან დებატებში მონაწილეობას აპირებს.
XS
SM
MD
LG