Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე ისრაელიდან თავის ელჩს იხმობს


ეგვიპტის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისრაელიდან თავის ელჩს გაიხმობს ისრაელის საზღვარზე ეგვიპტის უშიშროების ძალების ხუთი წევრის სიკვდილთან დაკავშირებით. როგორც იტყობინებიან, ისინი დაიღუპნენ, როცა ისრაელის ჯარებმა სავარაუდო მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელეს სასაზღვრო რეგიონში. ხუთშაბათს მეამბოხეებმა თავდასხმების სერია მოაწყვეს სამხრეთ ისრაელში, რის შედეგადაც ისრაელის 8 მოქალაქე დაიღუპა. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეგვიპტის მთავრობა აცხადებს, რომ ისრაელს აკისრებს პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას ეგვიპტელთა სიკვდილისთვის და რომ ეგვიპტის მთავრობა განიხილავს ორ ქვეყანას შორის 1979 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას. მანამდე კაიროში, ისრაელის საელჩოს წინ, ასობით ეგვიპტელმა გამართა საპროტესტო აქცია. ეგვიპტის უშიშროების ძალების თანამშრომელთა სიკვდილის შესახებ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ისრაელმა განაცხადა, რომ გამოძიებას ატარებს.
XS
SM
MD
LG