Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეები კადაფის ჯარებს ტრიპოლის ორ მხარეს უტევენ


ლიბიელი მეამბოხეები მუამარ კადაფის ჯარებს დედაქალაქ ტრიპოლის ორ მხარეს უტევენ. ბრძოლები მიმდინარეობს ტრიპოლიდან დასავლეთით, 50 კილომეტრზე მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქალაქი ზავიაჰისთვის. ბრძოლები მიმდინარეობს ასევე ტრიპოლის აღმოსავლეთით მდებარე ზლიტანში. როგორც იტყობინებიან, 30-ზე მეტი მეამბოხე დაიღუპა და მრავალი დაიჭრა ზლიტანისთვის ბრძოლებში. კადაფის წარმომადგენლის თქმით, ორივე ქალაქში სამთავრობო ჯარებს უკეთესი პოზიციები აქვთ. მეამბოხეები იტყობინებიან, რომ მათ მხარეზე გადავიდა კადაფის მაღალი რანგის წარმომადგენელი აბდულ სალამ ჯალუდი. ჯალუდი შედიოდა ხუნტაში, რომელმაც 1969 წელს სახელმწიფო გადატრიალება განახორციელა და ხელისუფლების სათავეში მოიყვანა კადაფი. ჯალუდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეც მუშაობდა.
XS
SM
MD
LG