Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ორი სამხედრო და ხუთი მეამბოხე დაიღუპნენ


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ორი სამხედრო და ხუთი მეამბოხე დაიღუპნენ შაბათს შეტაკებებში ქალაქ ჯამრუდის მახლობლად, სადაც პარასკევს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 51-ს მიაღწია. როგორც პაკისტანის ხელისუფლება იტყობინება, 120-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მათი ნახევარი საავადმყოფოში იმყოფება. აფეთქება მოზარდმა თვითმკვლელმა მოაწყო ქალაქ ჯამრუდის მეჩეთში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელსაც ერთ-ერთ ადგილობრივ ტომთან მტრობა აქვს. ბოროტმოქმედება მწვავედ გააკრიტიკეს გაერომ და შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG