Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ასადის თქმით, მის ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მისი უშიშროების ძალები წარმატებას აღწევენ ამბოხებაში, რომელიც ხუთი თვე გრძელდება. მისი თქმით, არ არსებობს ხელისუფლების დამხობის საშიშროება. მაგრამ მან აღიარა, რომ ამბოხება, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო, უფრო ძალისმიერი გახდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში. მან ასევე უკუაგდო უცხოური მოწოდებები გადადგომის თაობაზე. ასადმა გაიმეორა, რომ გეგმავს, ქვეყანაში რეფორმები დაიწყოს და რომ კომიტეტს, რომელიც რეფორმების საკითხს შეისწავლის, სულ ცოტა ექვსი თვის მუშაობა დასჭირდება. ასადის სიტყვებით, საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ 2012 წელს გაიმართება. ამასობაში სირიაში გაეროს კომისია ჩავიდა ქვეყანაში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების შესაფასებლად.
XS
SM
MD
LG