Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ ისლამი ჩაიგდეს ხელთ


ლიბიელმა მეამბოხეებმა მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ ისლამი ჩაიგდეს ხელთ. ამის შესახებ ტელეარხ „ალ ჯაზირას“ შეატყობინა ეროვნული გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარემ, მუსტაფა აბდელ ჯალილმა. მისი თქმით, სეიფ ალ ისლამს მზრუნველობით ექცევიან, რათა ის სასამართლოს წინაშე წარდგეს. თავად კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია. ცნობილი გახდა, რომ მეამბოხეებმა მუამარ კადაფის ჯარებს წაართვეს სამხედრო ბაზა, რომელიც ტრიპოლის დასავლეთით 27 კილომეტრზე მდებარეობს. იქ მათ იარაღი და საბრძოლო მასალა ჩაიგდეს ხელში. ბაზაზე სამასამდე მეამბოხე იმყოფებოდა პატიმრობაში. ისინი გაათავისუფლეს. ლიბიის ლიდერმა მოუწოდა მოსახლეობას, იარაღი აიღოს ხელში და ქუჩაში გავიდეს „საკუთარი ნავთობისა და საკუთარი მიწის“ დასაცავად. თვითმხილველთა თქმით, ხმის ხარისხის მიხედვით, ის ტელეფონით საუბრობდა.
XS
SM
MD
LG