Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ავტოკატასტროფაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ინდოეთის ჩრდილოეთის შტატ უტარ-პრადეშში მომხდარ ავტოკატასტროფაში სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა. მისაბმელიანი ტრაქტორი, რომლითაც 60 მომლოცველი ინდუისტურ ტაძარში მიემგზავრებოდა, გზიდან გადავიდა და ტბაში ჩავარდა. მგზავრების უმეტესობა დაიხრჩო. ყოველ წელს ინდოეთის გზებზე 110 ათასი ადამიანი იღუპება - ეს ყველაზე მაღლი მაჩვენებელია მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG