Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელი ბალკანეთში მოგზაურობს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ხორვატიაში ვიზიტით იწყებს ორდღიან მოგზაურობას ბალკანეთის რეგიონში. ხვალ მერკელი სერბიაში ჩავა. გერმანიის ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება ევროპის კავშირში რეგიონის ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივა და დაძაბული ვითარება კოსოვოში. გეგმის მიხედვით, ხორვატია 2013 წელს უნდა შეუერთდეს ევროკავშირს, ხოლო სერბიის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ ქვეყანას არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელიც პრიშტინამ 2008 წელს გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG