Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა დააკმაყოფილა პეტერბურგის გუბერნატორის თხოვნა გადადგომის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დააკმაყოფილა პეტერბურგის გუბერნატორის ვალენტინა მატვიენკოს თხოვნა გადადგომის შესახებ. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ქალაქის თავის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა გეორგი პოლტავჩენკოს, რომელიც ცენტრალურ ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელია. მანამდე მატვიენკომ რუსეთის პარლამენტის დეპუტატის მანდატი მოიპოვა, გაიმარჯვა რა გუშინ, ქალაქის ორ ოლქში - „კრასნენკაია რეჩკასა“ და „პეტროვსკოეში“ - გამართულ კენჭისყრაში. დეპუტატის მანდატი მატვიენკოსთვის აუცილებელი იყო ფედერაციის საბჭოში არჩევისთვის. ექსპერტთა ვარაუდით, მატვიენკოს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩევენ.
XS
SM
MD
LG