Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები ლიბიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ


მსოფლიოს ლიდერები ლიბიის პრეზიდენტს მუამარ კადაფის მოუწოდებენ, გადადგეს თანამდებობიდან - მას შემდეგ, რაც დედაქალაქ ტრიპოლის დიდი ნაწილი მეამბოხეებმა დაიკავეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმი დამხობის პირასაა, და ლიბიის ლიდერს მოუწოდა დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს ბრძოლა. მანამდე მსგავსი მოწოდება გამოთქვა ნატომაც. მეამბოხეები წუხელ შეიჭრნენ დედაქალაქ ტრიპოლიში, სადაც ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მცირე მასშტაბის შეტაკებები, კერძოდ ქალაქის ცენტრში, კადაფის რეზიდენციის მახლობლად. თავად კადაფის ადგილსამყოფელზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. კამერონის თქმით, კადაფის მომავალს ლიბიის ახალი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს: „ვისურვებდი, რომ პოლკოვნიკი კადაფი თავისი დანაშაულისთვის პასუხისგებაში იქნეს მიცემული“, - აღნიშნა კამერონმა. – „მან საზარელი დანაშული ჩაიდინა საკუთარი ხალხის მიმართ. მაგრამ ლიბია სუვერენული სახელმწიფოა და მისმა ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოექცეს კადაფის.“
XS
SM
MD
LG