Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციამ ვიზების გაცემა განაახლა


მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახურმა დღეს განაახლა ვიზების გაცემა, რომელიც 17 აგვისტოს შეფერხდა, შენობისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტის გამო. სააგენტო ”რია-ნოვოსტის” საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა გივი შუღაროვმა აცნობა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დილით აღდგა. ამავე სააგენტოს შენობის მფლობელი კომპანიის ”რუსინვესტპროექტის” გენერალურმა დირექტორმა ოლეგ ანიკიევმა განუცხადა, რომ საქართველოს ინტერესთა სექციას ენერგომომარაგება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით განუახლეს. ამასთან, ანიკიევმა აღნიშნა, რომ უფლებას იტოვებს შენობას ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეუწყვტოს, თუ საქართველო არ დაფარავს 2008 წლიდან დაგროვილ კომუნალური გადასახადების დავალიანებას, რომელიც მილიონ რუბლს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG