Accessibility links

logo-print

რუსთაველის თეატრთან დღეს საგანგებო მიმართვა წაიკითხეს


რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია - ამის შესახებ ნათქვამია თეატრის 70-მდე წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილ მიმართვაში, რომელიც დღეს მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა წაიკითხა თეატრის შენობასთან. მიმართვის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ რუსთაველის თეატრი ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. შეგახსენებთ, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ 9 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანებით გაათავისუფლა, 17 აგვისტოს კი, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რეჟისორის ქსენოფობიური გამონათქვამების გამო მიიღო. რუსთაველის თეატრის დასის წევრთა დღევანდელ მიმართვაზე საუბრისას თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ ”ზოგს რადიკალური პოზიცია აქვს, ზოგს - ნაკლებად.” ჩიქობავას თქმით, სტურუასთან შეთანხმებით ის თეატრში რეჟისორად მუშაობას გააგრძელებს. თავად რობერტ სტურუამ დღეს სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის მზად მოსკოვის რომელიმე თეატრის შეთავაზებას დათანხმდეს.
XS
SM
MD
LG