Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლიში ბრძოლამ კადაფის რეზიდენციამდე მიაღწია


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმის კონტროლს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო ტელეარხმა მაუწყებლობა შეწყვიტა - ოპოზიციის მებრძოლები აცხადებენ, რომ ტრიპოლიში ტელევიზიის შტაბ-ბინას ახლა ისინი აკონტროლებენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ოპოზიციის მებრძოლების კონტროლი უკვე ლიბიის დედაქალაქის 95 პროცენტზე ვრცელდება. ოპოზიციის მებრძოლების თქმით, გარკვეულ ადგილებში კადაფის ერთგული ძალები წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ჯარი და ტანკები კადაფის რეზიდენციის შენობებსაც იცავენ. მიმდინარეობს ბრძოლები. თავად კადაფის ადგილმდებარეობა უცნობია. ლიბიის მეამბოხეების ლიდერმა, მუსტაფა აბდელ ჯალილმა ლიბიის აღმოსავლეთში, მეამბოხეთა ბასტიონ ბენღაზიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, „კადაფის ეპოქა დასრულდაო“. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა გამოაცხადა, რომ ლიბიის მომავალზე სალაპარაკოდ მიმდინარე კვირაში საგანგებო შეხვედრას მოიწვევს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების - აფრიკის კავშირის, არაბული ლიგის და ევროკავშირის - ხელმძღვანელები.
XS
SM
MD
LG