Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო სირიაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ დღეს სირიაში შექმნილი ვითარების განხილვის მიზნით სხდომა დაიწყო. სხდომაზე, რომელიც 24-მა წევრმა ქვეყანამ - მათ შორის არაბულმა სახელმწიფოებმა ქუვეითმა, კატარმა და საუდის არაბეთმა - მოიწვიეს, უნდა განიხილონ რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევების უფრო საფუძვლიანი გამოძიების მოწოდებას შეიცავს. საბჭოს სხდომის დაწყება ტექნიკური მიზეზებით რამდენიმე საათით გადაიდო. უფლებადამცველების ცნობით, ბაშარ ალ ასადის საწინააღმდეგო გამოსვლებზე რეჟიმის მხრიდან განხორციელებული წეზოლის შედეგად სირიაში 2,200-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG