Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მზად არიან, ხელი შეუწყონ რობერტ სტურუას მოსკოვის თეატრებთან თანამშრომლობას


რუსეთის კულტურის სამინისტრო მზადაა ყველანაირად შეუწყოს ხელი რეჟოსორ რობერტ სტურუას მოსკოვის თეატრებთან თანამშრომლობას. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის კულტურის სამინისტროს თეატრალური ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა სოფია აპფელბაუმმა განაცხადა."სამინისტროს საშუალება არა აქვს, რობერტ სტურუას რომელიმე ფედერალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნისა, საუბარი ეხება უფრო პროექტებს და თუ რობერტ სტურუა ასეთ შეთავაზებებს დათანხმდება, სამინისტრო ამას მხარს ყველანაირად დაუჭერს. ჩვენ, ასევე, დავეხმარებით რეჟისორს, თუ ის მოსკოვის რომელიმე თეატრში გადმოვა", – აღნიშნავს აპფელბაუმი.
XS
SM
MD
LG