Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოსალოდნელია ბენზინის გაიაფება


როგორც სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენი" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, დღეიდან საქართველოში ბენზის ფასის გაიაფება დაიწყება. საცალო ქსელში ბენზინის ფასი პირველი ეტაპისათვის 5 თეთრით გაიაფდება. "ბოლო პერიოდში აშშ-ში განვითარებული მოვლენების გამო, მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე, ნავთობის ფასის ვარდნა მოხდა. პარალელურად დაიკლო ბენზინისა და ნავთობის საერთაშორისო ფასმაც. ცნობილია, რომ ჩვენი ბაზარი მთლიანადაა დამოკიდებული და მიბმული საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე. კომპანიებს გააჩნიათ იმის რესურსი, რომ ხვალ, ან ზეგ საქართველოში ბენზინი გაიაფდეს", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
XS
SM
MD
LG