Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტროს-კანს ბრალდება მოუხსნეს


სასამართლო მოსმენაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ პრეზიდენტს დომინიკ სტროს-კანს, რომელსაც გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი, ბრალდებულის სტატუსი მოუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებას დაზარალებულის ჩვენებასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა. დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას არ სურს მიაღწიოს სამართლიანობას და დაიცვას სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ბრალდების მოხსნის მიუხედავად, 62 წლის სტროს-კანს, მაინც მოუწევს პასუხი აგოს სამოქალაქო სარჩელზე, რომელიც დაზარალებულმა, ნაფისატუ დიალომ შეიტანა მის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG