Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონიშჩენკო კახა კუკავას შეხვდება


რუსეთში ქართული მინერალური წყლის ”ბორჯომის” დაბრუნების გადაწყვეტილების მისაღებად პროფესიონალური საუბარია საჭირო - ამის შესახებ დღეს სააგენტო “ინტერფაქსს” განუცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ. მან ამჟამინდელ ვითარებას ”ერთ ადგილზე სირბილი” უწოდა. ონიშჩენკოს თქმით, რუსეთის ბაზარზე ”ბორჯომის” დაბრუნების შესაძლებლობას კვირის ბოლოს განიხილავს პოლიტიკური მოძრაობის ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერთან კახა კუკავასთან, რომელმაც შეხვედრა ითხოვა. რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, შეხვედრა შედგება მიუხედავად იმისა, რომ საუბარი საჭიროა არა პოლიტიკოსებთან, არამედ მეწარმეებთან.
XS
SM
MD
LG