Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა უტიაშვილმა ”ყოველწლიური სახადი” უწოდა ”მშვიდობის მარშზე” საუბარს


რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ დაგეგმილ მშვიდობის მარშზე საუბარს, ”ყოველწლიური სახადი” უწოდა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. ”როგორც ჩანს, წელსაც ისეთივე გეგმა აქვთ, როგორიც შარშან და შარშანწინ ჰქონდათ, ანუ ისინი ”წარმატებით” შლიან იმას, რისი გაკეთება არც კი გვიფიქრია” - განუცხადა რადიო თავისუფლებას შოთა უტიაშვილმა. მისივე თქმით, ”ეს ან ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია, ან მიზანიმართული პროვოკაცია.”
XS
SM
MD
LG