Accessibility links

logo-print

ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლიში კადაფის რეზიდენცია დაიკავეს


ლიბიის დედაქალაქიდან იტყობინებიან, რომ ტრიპოლიში ლიბიის მმართველის, მუამარ კადაფის რეზიდენცია, ბაბ ალ-აზიზიას სიმაგრე მეამბოხეებმა დაიკავეს. ცნობით, ასეულობით მეამბოხე შევიდა კადაფის მთავარ სამხედრო კომპლექსში. ვარაუდობდნენ, რომ კადაფი იქ უნდა ყოფილიყო, თუმცა, კვლავ უცნობია მისი ადგილსამყოფელი. უფრო ადრე, ნატომ განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმი აუცილებლად დაემხობა. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება ეს. ნატოს პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა როლან ლავუაიემ, კერძოდ, აღნიშნა: „მოდით, პირდაპირ ვთქვათ: რამდენსაც უნდა ხმაურობდნენ მისი მომხრეები ტრიპოლიში, კადაფის რეჟიმმა დრო მოჭამა და ახლა ძირს ეშვება. ასე რომ, ჩვენთვის, ეს მხოლოდ დროის საკითხია.“ ამასობაში ტრიპოლიში გრძელდება შეტაკებები კადაფის რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დღესვე ტრიპოლიში ჟურნალისტებს შეხვდა კადაფის ვაჟი საიფ ალ-ისლამი, რომელზეც გუშინ იუწყებოდნენ, თითქოს ის ტყვედ აეყვანათ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG