Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დომინიკსტროს-კანს ბრალდებულის სტატუსი მოუხსნეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ პრეზიდენტს, დომინიკ სტროს-კანს, რომელსაც ბრალად ედებოდა ნიუ იორკის სასტუმროში, მოახლე ქალის გაუპატიურების მცდელობა, ბრალდებულის სტატუსი მოუხსნეს. გადაწყვეტილება მიიღეს იმის საფუძველზე, რომ დაზარალებულის, ნაფისატუ დიალოს ჩვენებასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა. სტროს-კანს, ჯერ-ჯერობით სამშობლოში, საფრანგეთში დაბრუნება არ შეუძლია. ბრალდების მოხსნის მიუხედავად, 62 წლის სტროს-კანს, მაინც მოუწევს პასუხი აგოს სამოქალაქო სარჩელზე, რომელიც დაზარალებულმა, ნაფისატუ დიალომ შეიტანა მის წინააღმდეგ. სტროს-კანი, ნიუ იორკში, სამი თვის წინ დააკავეს, საფრანგეთისკენ მიმავალ, ასაფრენად მზად მყოფ თვითმფრინავში. მალევე ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. სტროს-კანს, 2003 წელს გაუპატიურების მცდელობაში საფრანგეთშიც ადანაშაულებს ერთი მწერალი ქალი.
XS
SM
MD
LG