Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე 5,9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


მიწისძვრა, რომლის ბიძგების ძალამ 5,9 ბალს მიაღწია, მოხდა დღეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. აშშ-ის გეოლოგიური უწყების თანახმად, ეპიცენტრი იყო ვირჯინიის შტატში, ვაშინგტონიდან 130 კილომეტრში. ვირჯინიის ორი ბირთვული რეაქტორი ავტომატურად გამოირთო. ბიძგები იგძნობოდა ნიუ-იორკის ჩრდილოეთში, ასევე კანადაში. პენტაგონი და აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში, ისევე როგორც სასამართლოს შენობები ქალაქ ნიუ-იორკში, ევაკუირებულ იქნა. ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში, მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა. იტყობინებიან გარკვეული ნგრევის შესახებ, მაგრამ ადამიანების სერიოზულ დაშავებაზე ცნობები არ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG