Accessibility links

logo-print

გაეროს უფლებდამცავმა უწყებამ სირის გამო გამოძიება დაიწყო


გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭომ დღეს დაიწყო საერთაშორისო გამოძიება, რომელიც გამოიკვლევს სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის დროს დარღვევებს. ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, საბჭოს 33 წევრმა ხმა მისცა გადაწყვეტილებას, ოთხი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის თანახმად, იქმნება საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს სირიაში5 ბოლო კვირეებში. გადაწყვეტილების, რომელიც ევროპის კავშირის წევრებმა, აშშ-მა და არაბულმა ქვეყნებმა წარადგინეს, წინააღდეგი იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, კუბა და ეკვადორი. სირიის წარმომადგენელმა გადაწყვეტილებას გაუწონასწორებელი უწოდა.
XS
SM
MD
LG