Accessibility links

logo-print

ავღანეთში, სავარაუდოდ, გაიტაცეს გერმანიის ორი მოქალაქე


გერმანიის და ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, ორი გერმანელი მოქალაქე დაიკარგა ავღანეთში მოგზაურობისას და შიშობენ, რომ ისინი გაიტაცეს. ისინი მოძრაობდნენ სალანგის უფღელტეხილის მახლობლად, რომელიც ჰინდუ კუშის მთებსა და ქაბულის შემაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. ამ არეალში თალიბანი არ აქტიურობს. ვარაუდობენ, რომ ისინი პაშტუნმა მომთაბარეებმა გაიტაცეს. დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს იტაცებენ ხოლმე დამნაშავეობრივი ჯგუფები, რომლებიც თალიბანთან კავშირში არ არიან. მათ მალევე უვნებლად ათავისუფლებენ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ.
XS
SM
MD
LG