Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის მმართველი რუსეთში ჩავიდა


ჩრდილოეთ კორეის მმართველი, კიმ ჩენ ირი ჩავიდა რუსეთში, აღმოსავლეთი ციმბირის ქალაქ ულან-უდეში, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს შეხვდება. სამხრეთ კორეის სააგენტოს თანახმად, კიმი ულან-უდეში დაჯავშნული მატარებლით დღეს ჩავიდა. ის მედვედევთან მოლაპარაკებას ოთხშაბათს გამართავს პირველ რიგში, ბუნებრივი გაზის მილსადენის თაობაზე. ეს კიმის პირველი სტუმრობაა რუსეთში ბოლო ცხრა წელიწადში. ენერგეტიკის გარდა, ცდილობენ დაიყოლიონ კიმი კვლავ დაიწყოს ექვსმხრივი მოლაპარაკება ბირთვული განიარაღების შესახებ ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG