Accessibility links

logo-print

რუსეთის შსს - პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთი ცნობილია


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს აქვს ინფორმაცია 2006 წელს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის ვინაობის შესახებ. ამის შესახებ დღეს უწყების წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა. მან დასძინა, რომ დამკვეთის ვინაობის დასახელება ჯერ ადრეა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დააკავეს ამ დანაშაულის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი - მილიციის ყოფილი პოდპოლკოვნიკი დმიტრი პავლიუჩენკო. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაული სისრულეში მისმა ნაცნობებმა, ძმებმა მახმუდოვებმა მოიყვანეს.
XS
SM
MD
LG