Accessibility links

logo-print

"მრავალეროვანმა საქართველომ" განცხადებით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო," რომელმაც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა. ორგანიზაცია ქსენოფობიურად მიიჩნევს აფხაზეთთან ახლომდებარე ანაკლიაში 22 აგვისტოს გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ "იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი - ცივილიზაცია, იქით მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ - ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა." ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელის არნო სტეფანიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქსენოფობიურ ტერმინოლოგიას შეიცავდა. სტეფანიანის თქმით, ორგანიზაციას მხოლოდ ის შეუძლია, რომ პრეზიდენტს სთხოვოს, მსგავსი ფრაზეოლოგია არ გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG