Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორან ჰაჯიჩი უარყოფს ბრალდებას


ხორვატი სერბების ყოფილმა ლიდერმა გორან ჰაჯიჩმა ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს განუცხადა, რომ არ მიუძღვის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. 52 წლის ჰაჯიჩს ბრალად ედება ვუკოვარის საავადმყოფოდან 260 ხორვატისა და სხვა არასერბების გამოყვანასა და დახოცვაში, მას შემდეგ, რაც ქალაქი სერბების ჯარებმა ჩაიგდეს ხელში 1991 წლის ნოემბერში. კრაინის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს 14 სამხედრო დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG