Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიმ ჩონ ირი თანახმაა მოლაპარაკებები გამართოს ბირთვული იარაღის გამოცდის შეწყვეტაზე


კრემლის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ირი თანახმაა მოლაპარაკებები გამართოს ბირთვული იარაღის გამოცდის შეწყვეტაზე, თუკი განახლდება ექვს ქვეყანასთან მისი მოლაპარაკებები. კრემლის წარმომადგენლის, ნატალია ტიმაკოვას თქმით, დღეს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე კიმ ჩონ ირმა მოლაპარაკებების მაგიდასთან წინაპირობის გარეშე დაბრუნების მზადყოფნა გამოხატა. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის შეხვედრა ციმბირის ქალაქ ულან-უდეში გაიმართა. ამავე დროს მედვედევმა თქვა, რომ ჩრდილოეთი კორეა მიესალმება რუსეთის გაზის სამხრეთ კორეაში ტრანსპორტირებას ჩრდილოეთ კორეის გავლით.
XS
SM
MD
LG