Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა სირიის დამხმარე ირანელებს


ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც სამხედრო ტექნიკით ამარაგებდნენ სირიის რეჟიმს მასობრივი გამოსვლების ჩახშობისას. ახალი სანქციები დაუწესეს ასევე სირიის არმიის რამდენიმე გენერალს და სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის ძმას, რომელიც, სავარაუდოდ, რეპრესიებს ხელმძღვანელობს. ევროკავშირის „შავ სიაში“, რომელიც სირიას ეხება, შეიყვანეს 50 პირი და ცხრა ორგანიზაცია, რომლებსაც გაუყინეს საბანკო ანგარიშები და შეუზღუდეს სავიზო რეჟიმი. სირიაში, მარტის შემდე,გ ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, ორი ათასი ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG