Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბი მინისტრი ევროკავშირის პირობებს კოსოვოს თაობაზე მიუღებლად მიიჩნევს


სერბიამ დღეს გამოაცხადა, რომ აპირებს კოსოვოს ჩრდილოეთში დარჩენას. სერბიის კოსოვოს საქმეთა მინისტრმა, გორან ბოგდანოვიჩმა სააგენტო ბეტას განუცხადა, რომ იქიდან წასვლა იმის ნიშანი იქნებოდა, რომ "ვთმობთ ჩვენ სურვილს კოსოვო სერბიის შემადგენლობაში დარჩესო". სამშაბათს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბელგრადში განაცხადა, რომ სერბიამ უნდა განავითაროს ურთიერთობა პრიშტინასთან და გააუქმოს თავისი პარალელური სტრუქტურები ოლქის ჩრდილოეთში, თუკი ბელგრადს სურს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა წელს. სერბია კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მისი კანონით, მის შემადგენლობაში მყოფი ოლქის ჩრდილოეთში შექმნა საფოსტო ოფისები, სკოლები, ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოები.
XS
SM
MD
LG