Accessibility links

„ფორბსი“: ანგელა მერკელი - პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალია


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2011 წლის ყველაზე გავლენიან ქალად არის დასახელებული. ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი ოთხშაბათს ამერიკულმა გამოცემამ, „ფორბსმა“ გამოაქვეყნა. პლანეტის ყველაზე გავლენიან ქალთა სამეულში მოხვდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი. „ფორბსის“ სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ხელოვანები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები. მერვე ადგილი ერგო შეერთებული შტატების პირველ ლედის მიშელ ობამას, მეტერთმეტე ადგილს კი პოპვარსკვლავი ლედი გაგა დასჯერდა.
XS
SM
MD
LG