Accessibility links

Apple - ის გენერალურმა დირექტორმა პოსტი დატოვა


კომპიუტერული და ელექტრონული კომპანია Apple-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. Apple-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტივ ჯობსი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. ახალი გენერალური დირექტორი კი ტიმ კუკი იქნება. სწორედ ის ასრულებდა გენერალური დირექტორის მოვალეობას მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსი ავადმყოფობის გამო, მიმდინარე წლის იანვარში, შვებულებაში გავიდა. 56 წლის სტივ ჯობსი ავთვისებიანი სიმსივნით არის დაავადებული.
XS
SM
MD
LG