Accessibility links

logo-print

ბატალ ტაბაღუა: აფხაზეთი მზად არის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად


აფხაზეთი მზად არის ხვალინდელი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად - ამის შესახებ დღეს სოხუმში განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ცსკ-ის თავმჯდომარემ, ბატალ ტაბაღუამ. მისი ცნობით, 35 საარჩევნო ოლქში 172 უბანი იმუშავებს, ამომრჩეველთა სიაში კი 140 ათასზე მეტი ადამიანია. დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 70% იქნება. სააგენტო აფსნიპრესი იუწყება, რომ მონიტორინგის მიზნით მუშაობა დაიწყო არჩევნების მეთვალყურეობის საერთაშორისო ცენტრის მისიამ, რომლის წევრებიც უკრაინის, სომხეთის, მოლდავეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ისრაელის წარმომადგენლები არიან. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო დაინიშნა, კენჭს იყრიან ალექსანდრ ანქვაბი, სერგეი შამბა და რაულ ხაჯიმბა. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
XS
SM
MD
LG