Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგის სახელმწიფოებმა სრული მხარდაჭერა გამოუხატეს ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს


არაბული ლიგის სახელმწიფოებმა სრული მხარდაჭერა გამოუხატეს ლიბიის ეროვნულ გარდამავალ საბჭოს და ის ლიბიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლად ცნეს. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ მეამბოხეები და მათი მხარდამჭერი ნატოს ქვეყნები, ორშაბათს გაუჩინარდა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ მისმა მოწინააღმდეგეებმა ტრიპოლის უდიდეს ნაწილზე დაამყარეს კონტროლი. კადაფის ძებნა გრძელდება. უკანასკნელი საათების განმავლობაში ვრცელდება ცნობები, რომ მეამბოხეებმა აღმოაჩინეს მისი სამალავი. მაგრამ ეს ინფორმაცია არ დასტურდება ოფიციალური წყაროებით.
XS
SM
MD
LG