Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერს ბრალდებები მოუხსნეს


ბელორუსიის ოპოზიციური, გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერს, ანატოლ ლიაბეცკას წაყენებული ბრალდებები გაუუქმეს. მას, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერებს, ბრალად ედებოდა, მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობა პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენკას არჩევის შემდეგ, შარშან დეკემბერში. ლიაბეცკამ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მას პოლიციამ მისწერა წერილი, რომ მას ბრალდებები მოუხნეს, რადგან დანააშაული არ დადასტურდა. შარშან დეკემბრის ამბების შემდეგ პატიმრობამისჯილებს შორის არიან სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი ანდრეი სანიკაუ, რომელსაც ხუთი წელი შეფარდეს.
XS
SM
MD
LG