Accessibility links

აფხაზეთში არჩევნებს მეთვალყურეთა სტატუსით აკვირდებიან რუსეთის პარლამენტარები


სოხუმში იმყოფება რუსეთის სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს დელეგაცია, რომლის წევრთა განცხადებით, დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო მეთვალყურეთა სტატუსით აკვირდებიან. დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, არჩევნები მოსახლეობის მაღალი აქტივობით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. კოსაჩოვის განცხადებით, რუსეთის და აფხაზეთის ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება მიუხედავად იმისა, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.
XS
SM
MD
LG