Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: აფხაზეთში სიტუაციას რეალურად რუსეთი აკონტროლებს


აფხაზეთში სიტუაციას რეალურად რუსეთი აკონტროლებს და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთში მთლიანად აკონტროლებს უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას, ყველა ეკონომიკურ აქტივობას და გარკვეულწილად პოლიტიკურ ცხოვრებასაც. ბაქრაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზებთან ნებისმიერ დროს დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს აფხაზეთში გადამწყვეტი მოთამაშეა რუსეთი, რომლის საოკუპაციო ჯარიც იქ დგას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. არჩევნები მხოლოდ კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG