Accessibility links

დავითაიას თქმით, ბაგაფში რუსეთის კრიმინალურმა დაჯგუფებებმა მოკლეს


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში მოკლეს რუსულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, რომლებმაც აფხაზეთში მიწები ვერ დაიკანონეს. დავითაია მიიჩნევს, რომ იგივე ელის აფხაზთა ყველა იმ ლიდერს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის მიწის გადაცემაზე უარს იტყვის. "ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, გონს მოეგონ და საკუთარი ერი გადაარჩინონ, რაც მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნითაა შესაძლებელი - განაცხადა ვიცე-სპიკერმა დავითაიამ.
XS
SM
MD
LG