Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის მეამბოხეთა მთავრობა დღეს ტრიპოლიში ჩავიდა


ლიბიის მეამბოხეთა მთავრობა დღეს ტრიპოლიში ჩავიდა. ის ცდილობს დედაქალაქის სტაბილიზებას მიუხედავად იმისა, რომ მასში დარჩენილი არიან კადაფის ლოიალისტთა ცალკეული ნაწილები. დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ დაიწყო ბენღაზიდან ტრიპოლიში გადასვლა და მეამბოხეთა ლიდერების დაახლოებით ნახევარი ჩავიდა დედაქალაქში. ამასობაში ქალაქში გრძელდება სპორადული ბრძოლები. მეამბოხეთა ჯარები აცხადებენ, რომ ტრიპოლის აეროპორტის რაიონში შესვლას და იქ მუამარ კადაფის დარჩენილ ლოიალისტთა დაჭერას აპირებს. თავად კადაფის ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG