Accessibility links

logo-print

ნიგერიის დედაქალაქში ტერაქტს სულ ცოტა 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა. შენობის ნაწილი დაინგრა. მაშველები მიიჩნევენ, რომ ნანგრევებში ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილი. ჯერჯერობით არავის უკისრია აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა. ნიგერიაში რამდენიმე რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება მოქმედებს, მათ შორის „ბოკო-ჰარამი“, ალ ყაიდის ჩრდილოაფრიკული განყოფილება.
XS
SM
MD
LG